ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 16:40

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

მნიშვნელოვანი

  • „ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს სამხრეთ ოსეთის ანექსიას და მიერთებას, უნდა შეწყდეს. ეს დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის საზღვარი დგინდება,” - განაცხადა დავით სანაკოევმა.

სხვა სტატიები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმაოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამხრეთ ოსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის პროექტი ცხინვალიდან უკვე მიღებულია და პუნქტების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ ურთიერთობაში დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელიც გაფანტავს სპეკულაციას, რას გულისხმობს ჩვენს ქვეყნებს შორს არსებული კავშირი,” – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ აფხაზეთთანაც იგეგმება.

დღესვე განცხადება ამ საკითხზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ურთიერთობები მეგობრულ ჭრილში ვითარდება და ყველა ნაბიჯი გეგმური ხასიათის მატარებელია.

„ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს სამხრეთ ოსეთის ანექსიას და მიერთებას, უნდა შეწყდეს. ეს დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის საზღვარი დგინდება,” – განაცხადა დავით სანაკოევმა.

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 16:40

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics