ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს

news
: news იანვარი 18, 2015 12:44

ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს

მნიშვნელოვანი

  • ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს.

სხვა სტატიები

ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს. ამაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტო მასალა მეტყველებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს. მათი განმარტებით, დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ოკუპირებული რეჟიმი “მწვანე კვირეულში” არ მონაწილეობს. უწყების განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, ეს ფაქტი აღიკვეთა.

რაც შეეხება ინტერნეტით გავრცელებულ მასალას, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფოტოებზე ასახული სტენდი არსებობს, თუმცა მისი მოწყობა კერძო პირების ინიციატივა იყო და ამჟამად გამოფენის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით.

news
: news იანვარი 18, 2015 12:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,973
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics