ოთარ დანელია – 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დარგში მილიარდ 800 მილიონამდე ლარია მობილიზებული

news
ავტ.: news სექტემბერი 15, 2015 18:03

ოთარ დანელია – 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დარგში მილიარდ 800 მილიონამდე ლარია მობილიზებული

მნიშვნელოვანი

  • 2013-2014 წლებში მხოლოდ რთველით, მხოლოდ კახეთში 300 მილიონ ლარამდე შევიდა. საერთო ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე სარგებელი შევიდა ქართველი გლეხების პროდუქციის რეალიზაციიდან, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში.

სხვა სტატიები

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დაფინანსების, დაკრედიტების და ხელშეწყობის ფარგლებში , დარგში მილიარდ 800 მილიონამდე ლარი იქნა მობილიზებული. ამის შესახებ ოთარ დანელიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი.

როგორც დანელიამ აღნიშნა, შედარებისთვის, 2012 წლის მდგომარეობით ეს თანხა 59 მილიონს შეადგენდა.

“2013-2014 წლებში მხოლოდ რთველით, მხოლოდ კახეთში 300 მილიონ ლარამდე შევიდა. საერთო ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე სარგებელი შევიდა ქართველი გლეხების პროდუქციის რეალიზაციიდან, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში. დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საშუალოდ, ყოველწლიურად გასულ წლებშიც იყო მინიმუმ სეტყვის 20 შემთხვევა და დაახლოებით 20-დან 26 ათას ჰექტრმდე დაზიანებული ტერიტორია. დღეს ეს მდგომარეობა გახლავთ 39-დან 36 ასპროცენტიანი პრევენცია, ანუ ჯამში 95%-ზე მეტი პრევენცია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური სისტემა და ვგეგმავთ საქართველოს სხვა რეგიონში ანალოგიური პროექტის განხორციელებას”, – განაცხადა დანელიამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 15, 2015 18:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics