ოთარ დანელია – სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 15:28 განახლებულია

ოთარ დანელია – სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება

მნიშვნელოვანი

  • სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვა სტატიები

სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “მზიურის” ტერიტორიაზე სადეზინფექციო და გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.
ოთარ დანელიას თქმით, სადეზინფექციო სამუშაოებით ინფექციების გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა ხდება. “სადეზინფექციო სამუშაოებს, ფაქტობრივად, ყველა კერაზე ვახორციელებთ, ეს გახლავთ სვანიძის ქუჩა, “მზიურის” ტერიტორია და ზოოპარკი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ პოტენციური რისკები. ძალიან დაცხა და არის რისკის ზონები. ამ შემთხვევაში მუშავდება ინსექტიციდებით, ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც არის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი და მინიმუმამდე დაჰყავს ის რისკები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მწერებით. მეორე მხრივ, მუშავდება საგნები და ტერიტორია, სადაც შესაძლოა იყოს ხილული ან უხილავი საფრთხე”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 15:28 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics