ოთარ დანელია “რთველი 2015”-ს წარმატებულად აფასებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 12:40

ოთარ დანელია “რთველი 2015”-ს წარმატებულად აფასებს

მნიშვნელოვანი

  • სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია "რთველი 2015"-ს წარმატებულად აფასებს. მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახეთის რეგიონში მიმდინარე რთველთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სხვა სტატიები

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია “რთველი 2015”-ს წარმატებულად აფასებს. მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახეთის რეგიონში მიმდინარე რთველთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, კახეთში მიმდინარე რთველი დასასრულს უახლოვდება.
“მიუხედავად იმისა, რომ იყო ვნებათაღელვა, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო უფრო ცრუ განგაში, ვიდრე რეალურად რაიმე ობიექტურზე დაყრდნობით ინსპირირებული. კახეთში დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, დინამიკა შემცირებულია, რადგან ცოტაა დარჩენილი”, -განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი რთველი უნდა შეფასდეს როგორც წარმატებული. ამასთან დაკავშირებით, ოთარ დანელიამ რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
“პირველ რიგში, იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით გადამუშავდა და ეს იმ პირობებში, როცა მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. მეორე იმიტომ, რომ აქ იყო ჯანსაღი მოთხოვნა მიწოდების, საბაზრო პირობების, რთველის ორგანიზებულად ჩატარების პრეცედენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნდა განვითარდეს დარგი და ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებას საქართველოში. ასევე, გასულ რთველში იყო შემცირებული ტენდენცია ყურძნის რეგიონებში გატანისა და რეალიზაციის. ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, 20-დან 30 ტონამდე ყურძნის რეალიზება მოხდა რეგიონებში, ასევე გასულ რთველში იყო შემცირებული ტენდენცია ყურძნის რეგიონებში გატანის და რეალიზაციის. ჩვენი ოპერატიული მონაცემებით, 20-დან 30 ტონამდე ყურძნის რეალიზება მოხდა რეგიონებში და, რა თქმა უნდა, უკეთესი სარგებელი მიიღეს გლეხებმა”, – აღნიშნა დანელიამ.
მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, მოსავალი გაორმაგებულია და “შესაბამისად საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო თითოეულმა ოჯახმა”.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 12:40

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics