ოთარ დანელია მთავრობის გადაყენების საკითხს სერიოზულად არ მიიჩნევს

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 11:46 განახლებულია

ოთარ დანელია მთავრობის გადაყენების საკითხს სერიოზულად არ მიიჩნევს

მნიშვნელოვანი

  • სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცედურის დაწყების საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარს ვერ აკეთებს.

სხვა სტატიები

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცედურის დაწყების საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარს ვერ აკეთებს.
ამის შესახებ ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ის ამ თემას სერიოზულად არ უყურებს.
“ამას, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვუყურებ და სერიოზულ კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებ. აქ არის ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადასვლა, როდესაც ოპოზიციას აქვს უფრო მეტი საკომუნიკაციო საშუალებები, ვიდრე მთავრობას. ვფიქრობ, რომ ეს არის რაც უნდა გამოვასწოროთ, რომ კიდევ უფრო კარგი კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან და ეს არის ალბათ, რაზეც უნდა იმუშავოს დღევანდელმა გუნდმა”, – განაცხადა დანელიამ.

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 11:46 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,663
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics