ოდესის გუბერნატორის მოთხოვნით უკრაინის უმსხვილესი პორტის ილიჩევსკის ხელმძღვანელი გადააყენეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 23, 2015 18:32

ოდესის გუბერნატორის მოთხოვნით უკრაინის უმსხვილესი პორტის ილიჩევსკის ხელმძღვანელი გადააყენეს

ბებიაჩემი მზია წერეთელიოდესის გუბერნატორის მოთხოვნით უკრაინის უმსხვილესი პორტის ილიჩევსკის ხელმძღვანელი გადააყენეს. განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ნავსადგურში გააკეთა. მისი თქმით, ნავსადგურის დირექტორმა ნავმისადგომები იჯარით ოფშორულ კომპანიაზე გასცა, რითიც სახელმწიფოს ზარალი მიაყენა.
“რამდენიმე დღის წინ ამ პორტმა გააფორმა ხელშეკრულება პირველი და მეორე ნავმისადგომების თაობაზე ბელიზში გაფორმებულ ოფშორულ კომპანიასთან. ფაქტობრივად, პირველი და მეორე ნავმისადგომები უკრაინის სახელმწიფოსა და ბიუჯეტის კონტროლიდან გავიდა. არ მაქვს არანაირი ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციულ გარიგებასთან” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

გუბენატორის განცხადებით, დირექტორი თანამდებობას მისი მოთხოვნით ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩამოაშორა და დროებითი მმართველი დანიშნა. ნავსადგურის საქმიანობას პროკურატურა იძიებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 23, 2015 18:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics