“ნუ ქმნით მიზანმიმართულად ქაოსს”-კახი კალაძე მედიას მიმართავს

news
ავტ.: news მაისი 14, 2015 15:03

“ნუ ქმნით მიზანმიმართულად ქაოსს”-კახი კალაძე მედიას მიმართავს

ლარის კურსთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტა უახლოეს მომავალში დასტაბილურდება.

“მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს, უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება და ნუ ქმნით მიზანმიმართულად რაღაც ქაოსს. ეს კიდევ უფრო დარტყმას აყენებს და იწვევს ლარის გაუფასურებას. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის კურსის გამყარება,” – განაცხადა კახი კალაძემ.

news
ავტ.: news მაისი 14, 2015 15:03