ნუგზარ წიკლაური: სტიქიური უბედურება ნაწილია იმ დიდი პოლიტიკური სტიქიური უბედურებისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დაატრიალა

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 14:20

ნუგზარ წიკლაური: სტიქიური უბედურება ნაწილია იმ დიდი პოლიტიკური სტიქიური უბედურებისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დაატრიალა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, სტიქიის დროს სახეზე იყო სახელისუფლებო ვერტიკალის სრული კოლაფსი.
“არანაირი წინასწარი შეტყობინება არ იყო იმისა, რომ სტიქია ახლოვდებოდა. მას შემდეგ რაც ჩამოწოლილი მეწყერი დავინახეთ, ხელისუფლებამ ხალხის გაფრთხილება და ევაკუაცია საჭიროდ არ ჩათვალა. არ არსებობდა მართვის ერთიანი სისტემა. არ არსებობდა იმ ხალხის ერთიანი მართვა, ვინც ანთებული იყო იმისთვის, რომ სტიქიის შედეგები გაენეიტრალებინა. სწორედ ამან მიგვიყვანა მსხვერპლის იმ რაოდენობამდე, რომელიც გვაქვს. საბოლოოდ, რაც შემდგომ დღეებში განვითარდა, როცა გაუფრთხილებლობის გამო თბილისის ცენტრში ვეფხვს ადამიანი შეაჭამეს, ყოველგვარ წარმოდგენას სცდება იმის შესახებ, თუ როგორი უუნარო შეიძლება იყოს მთავრობა. ათასობით ადამიანი, რომელიც სტიქიის ადგილას მუშაობდა იმის ღირსადაც არ ჩათვალეს გაეფრთხილებინათ, რომ პირდაპირ კანალიზაციის წყალი მიუშვეს. ეს კარგად მეტყველებს დამოუკიდებულებაზე, რომელიც ხელისუფლებას მოქალაქეების მიმართ აქვს”, – განაცხადა წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, მომხდარი სტიქიური უბედურება ნაწილია იმ დიდი პოლიტიკური სტიქიური უბედურებისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დაატრიალა.
წიკლაურმა რეგიონებში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მთავრობა აღარ ჰყავს.

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 14:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics