ნუგზარ წიკლაური: თავისუფალი აზრის დევნამ სისტემატური სახე მიიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2015 17:27

ნუგზარ წიკლაური: თავისუფალი აზრის დევნამ სისტემატური სახე მიიღო

TIMER-AA“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ წიკლაური, დღეს, ბათუმში, პარტიის წარმომადგენლების დაკავებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარტიის წევრები – რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძე და მიკირტიჩიანი, რომლებიც ბათუმში შეჩერებულ პრეოქტებსა და არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ, თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო დააკავეს.

“დღეს, ბათუმში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს, რომლებიც ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებს აპროტესტებდნენ. ასევე, შეჩერებულ მშენებლობებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება პრობლემების მოგვარების გზად არა მათზე რეაგირებას, არამედ იმ ადამიანების დაკავებას ხედავს, რომლებიც შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და ამაზე ღიად საუბრობენ.

თავისუფალი აზრის დევნამ სისტემატური სახე მიიღო. ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავლყური ადევნონ ამ შემაშფოთებულ პროცესს.
ხელისუფლებას, რომელიც პრობლემებს ვერ უმკლავდება, მოქალაქეები ყველგან დახვდებიან და მათი უნიათობის სიმბოლოდ, წითელ ბარათებს აღმართავენ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას გაანთავისუფლოს ადამიანები, რომლებიც თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო დააკავეს”, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 18, 2015 17:27