ნოდარ ჯავახიშვილი – თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 10:41

ნოდარ ჯავახიშვილი – თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება

მნიშვნელოვანი

  • 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას აცხადებს.

სხვა სტატიები

2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გასულ კვირას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე კომენტირებისას აცხადებს.
მისივე აზრით, “თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება”.
“სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ.
რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64 % დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება”, – აცხადებს ჯავახიშვილი.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ არ იცის, ეს შედეგზე რატომ არ აისახება.
“საზოგადოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობას. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 10:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics