ნოდარ ხადური: ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს

news
: news იანვარი 5, 2015 19:52

ნოდარ ხადური: ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს

escape-xaduri-01ლარის გაცვლითი კურსის ნახტომისებური ცვლილებები არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს – ეს არის როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები. საგარეო ფაქტორებზე ჩვენი წვდომა ნაკლებია, ეს არის ჩვენს მეზობელ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა, რაც ევროსა და დოლარს შორის დაფიქსირდა და ა.შ. საშინაო ფაქტორებიდან ეს დამოკიდებულია დოლარისა და ლარის რაოდენობის თანაფარდობაზე. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 2014 წლის განმავლობაში არ გაუზრდია მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა იმდენად, რომ ამას გამოეწვია ლარის გაცვლითი კურსის რყევა. წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 3,9 პროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ გადავაჭარბეთ ბიუჯეტს, ბიუჯეტის დეფიციტი არის გაცილებით ნაკლები. მომავალი წელი ჩვენ უკვე სამ პროცენტზე გვაქვს დაგეგმილი”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 2015 წელს უფრო მეტად წარმატებული იყოს საქართველოს ეკონომიკა, ვიდრე 2014 წელს იყო.

news
: news იანვარი 5, 2015 19:52

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics