ნოდარ ხადური: მომავალი წელი ფასების თვალსაზრისით უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე წლევანდელი წელი

მგონია, რომ მომავალი წელი ფასების თვალსაზრისით უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე წლევანდელი წელი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატებს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
“ხოლო ეკონომიკის ზრდის კუთხით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე 3 %-ზე მეტს არ ველოდებით, ვინაიდან მოგეხსენებათ რა სიტუაციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და პენსიების გაზრდის მიზნით დამატებითი რესურსების მობილიზების შესაძლებლობის თაობაზე კომიტეტის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვას, ხადურის თქმით, ფინანსთა სამინისტრო არ გაურბის სიძნელეებს და მზად არის ამის თაობაზე პარლამენტთან ერთად იმუშაოს.
“მე მზად ვარ, რომ ჩვენ სამუშაო შეხვედრა გავმართოთ და ჩვენი მაკროეკონომიკური პროგნოზები წარმოგიდგინოთ, ისევე როგორც ეროვნული ბანკის პროგნოზები ინფლაციასთან დაკავშირებით და ერთობლივად ვნახოთ. თუ რაიმე რესურსი იქნება, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი. ჩვენ არ გავურბივართ სიძნელეებს. მზად ვართ, ვიმუშაოთ რესურსებზე და ამ რესურსების გადანაწილებაზეც ერთობლივად ვიმსჯელოთ”, – მიმართა ნოდარ ხადურმა კომიტეტის წევრებს.

ვირუსის ბლოკატორები