ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში ხელის შემშლელი არ იქნება

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 11:41

ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში ხელის შემშლელი არ იქნება

მნიშვნელოვანი

  • ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმ განცხადებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

სხვა სტატიები

ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმ განცხადებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სავალუტო ფონდთან ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონი ბიძინა, თავისთავად ხადია, აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს. პირიქით, სავალუტო ფონდი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც “მისი პირადია”, შეუძლია, აპატიოს.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფითსის თხოვნაზე. შეხვედრა კი 2012 წლის ნოემბერში თბილისში, მთავრობის კანცელარიაში შედგა.

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 11:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics