ნოდარ ხადური: გადასახადების გაზრდა არ იგეგმება

news
ავტ.: news მარტი 5, 2015 12:08

ნოდარ ხადური: გადასახადების გაზრდა არ იგეგმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა არ იგეგმება.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციის კომენტირებისას განუცხადა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ – თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომლის გარშემოც ყალიბდება ახალი რეალობა, ფისკალური პოლიტიკა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესბიდან გამომდინარე გადასახადების გაზრდასა არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს, არ შეეხება არც კაპიტალურ და არც სოციალური ხარჯებს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება გეგმას, სად უნდა შემცირდეს კონკრეტულად ბიუჯეტი, ხადურმა აღნიშნა, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელებენ, საბოლოოდ ყველა სამინისტრო თავის წინადადებას წარადგენს ფინანსთა სამინისტროში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმის მისიამ თავის რეკომენდაციებთან დაკავშირებიტ პრესკონფერენცია გუშინ გამართა. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მისია იძლევა რეკომენდაციას, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას.
“აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს”, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა.

news
ავტ.: news მარტი 5, 2015 12:08

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics