ნობელის პრემია ლიტერატურაში ბელორუსელმა სვეტლანა ალექსიევიჩმა აიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2015 20:40

ნობელის პრემია ლიტერატურაში ბელორუსელმა სვეტლანა ალექსიევიჩმა აიღო

ნობელის პრემია ლიტერატურაში ბელორუსელმა სვეტლანა ალექსიევიჩმა აიღოლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ბელორუსელი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი გახდა.
ეს ბელორუსისთვის პირველი ნობელის პრემიაა – ქვეყანაში მწერალი, რომელიც რუსულად წერს, არ დაბეჭდილა. ნობელის პრემიის შვედეთის აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსიევიჩის შემოქმედება “პოლიფონიური პროზაა, რომელიც ჩვენი დროის გმირობის და ტანჯვის ძეგლია”.

“საკუთარი უნიკალური მეთოდის გამოყენებით, მწერალი გულმოდგინედ წარმოადგენს ადამიანურ ხმებს – ალექსიევიჩი ყველა ეპოქის გაგებაში გვიწყობს ხელს” – განაცხადა ნობელის კომიტეტმა.
მწერალი უკრაინის ქალაქ სტანისლავეში დაიბადა (ივანო-ფრანკო). მისი მამა ბელორუსია, დედა – უკრაინელი. მან 1972 წელს დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ბელორუსში.

ალექსიევიჩის პირველი წიგნი “ომს ქალების სახეები აქვს” 1983 წელს დაიწერა და მას ორი წლის მანძილზე არ ბეჭდავდნენ. კრიტიკოსებმა მწერალი ფაციფიზმში, ნატურალიზმსა და საბჭოთა ქალის გმირული ხატების დარღვევაში დაადანაშაულეს.

2000 წლიდან ის იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა.
მას ათობით პრესტიჟული ჯილდო აქვს აღებული. 2006 წელს ის აშშ-ს წიგნის კრიტიკოსების ნაციონალური პრემიის ლაურეატი გახდა, 2014 წელს კი დაჯილდოვდა საფრანგეთის ხელობვნების და ლიტერატურის ორდენით.

ალექსიევიჩი ნობელის პრემიაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო წარდგენილი.
ის მე-14 ქალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა.

სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნები ოპოზიციური ხედვის გამო საკუთარ ქვეყანაში არ იბეჭდებოდა.
დღეს, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მწერალმა განაცხადა, რომ საკუთარი ქვეყნიდან მილოცვები არ მიუღია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2015 20:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics