
“მაესტრო”! შემიყვარდა ეს არხი! მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს და ადამიანებს, ვინც აქ თქვენ რეალობას გიყვებოდათ! შევხვდებით სხვა არხზე, ან არ შევხვდებით:)))))) პ.ს. ბედნიერებაა, როდესაც გადაწყვეტილებას იღებ და ეს გადაწყვეტილება, დიიიიიდ თავისუფლებას და ბედნიერებასაც კი განიჭებს!” – ასეთი შინაარსის იყო ნინო თოლორდავას ერთი თვის წინანდელი სტატუსი. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინო თოლორდავა ისევ მაესტოროზე დაბრუნდა და ისევ საინფორმაციო გამოშვებას გაუძღვება.


















