ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, უმრავლესობამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა ჩააგდოს

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2015 14:45

ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, უმრავლესობამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა ჩააგდოს

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი დეპუტატი ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს მხარი არ დაუჭიროს და კენჭისყრის დროს ჩააგდოს.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი დეპუტატი ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს მხარი არ დაუჭიროს და კენჭისყრის დროს ჩააგდოს.
როგორც გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს “ნაციონალური მოძრაობისა” და ხელისუფლების ერთობლივი ინტერესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურტის ჩაგდების შედეგად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობა კოტე კუბლაშვილის მოადგილე ზაზა მეიშვილმა შეასრულოს.
“აქ ძალიან ბევრი პოლიტიკური ნიუანსი იკვეთება, მათ შორის, ის რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა ერთ-ერთი იმ კრიტერიუმით შეარჩია, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა და დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კი, დამოუკიდებელი ფიგურები არ მოსწონს და არ აწყობს. თუ დააკვირდებით სახელისუფლებო თანამდებობის პირები იმ ნიშნით არიან შერჩეული, რომ რაც შეიძლება დამოკიდებული იყვნენ საერთო გუნდურ თუ ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე. ალბათ, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გოგუაძემ.
ნინო გვენეტაძისთვის კომიტეტს გუშინ უნდა მოესმინა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტში ორჯერ ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა.

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2015 14:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics