ნინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს

news
: news თებერვალი 26, 2015 15:08 განახლებულია

ნინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს

მნიშვნელოვანი

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს. მოწმეთა დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით, ნინო გვენეტაძემ საკუთარი პოზიცია დღეს ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან" დახურულ შეხვედრაზე დააფიქსირა.

სხვა სტატიები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესის ამოქმედებას მხარს უჭერს. მოწმეთა დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით, ნინო გვენეტაძემ საკუთარი პოზიცია დღეს ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” დახურულ შეხვედრაზე დააფიქსირა.
“ევროკავშირთან ერთად შემუშავებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი, სადაც იმ შემთხვევაში, თუკი პროექტს პარლამენტი მიიღებს, მაღალ სტანდარტად ჩადებულია მოწმეების მხოლოდ სასამართლოს წინაშე დაკითხვის წესი. ეს არასრულწლოვნებზე ვრცელდება და მე მხარს ვუჭერ რომ მას შემდეგ რაც გარდამავალი დებულებების ვადა დასრულდება, ეს წესი სრულწლოვნებზეც გავრცელდეს და კანონი ამოქმედდეს იმ ფორმით, როგორც დევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ.

news
: news თებერვალი 26, 2015 15:08 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics