ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 12:35 განახლებულია

ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას "საფრთხის შემცველად" არ მიიჩნევს.

სხვა სტატიები

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე, შესაბამის შეკითხვაზე საუბარისას განაცხადა, მთავარია, მოსამართლეები იყვნენ ერთ გუნდად შეკრულნი და გააჩნდეთ უნარ-ჩვევები მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად,
“მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა 3-წლიანი, გამოსაცდელი ვადით დანიშვნა რაიმე საფრთხის შემცველია. თუ მოსამართლეები იქნებიან ერთ გუნდად გაერთიანებულნი და თუ მათ აღმოაჩნდებათ უნარები მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოსაცდელი ვადა ვერ შექმნის რაიმე საფრთხეს, მაგრამ თუკი ამ კუთხით პრობლემა მაინც გამოიკვეთება, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ კი არ იბრძოლოს და სასამართლო კორპუსმა ზურგი აქციოს, არამედ პირიქით – მთელი კორპუსი დაირაზმოს მოსამართლის უფლებების დასაცავად, სანიმუშო უნარები და მაღალი პროფესიული დონე გამოამჟღავნოს, რომ ის არ დათმობს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში ის კანონმდებლობაში ჩადებული შესაბამის მუხლს დაიცავს, თუმცა “თუ კანონს ხარვეზები აღმოაჩნდება”, მისი შეცვლისთვის იბრძოლებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე გუშინ დაასახელა. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა 23 თებერვალს ეწურება.

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 12:35 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics