ნინო გვენეტაძეს პარლამენტის ორ კომიტეტში მოუსმენენ

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2015 09:42

ნინო გვენეტაძეს პარლამენტის ორ კომიტეტში მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს დღეს პარლამენტის ორ კომიტეტეში მოუსმენენ. განხილვა იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომებზე შედგება.

ამ საკითხზე საერთო პოზიცია ჯერ არ აქვთ ურმავლესობაში და ამ დრომდე არ არის გარკვეული უჭერენ თუ არა მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ნინო გვენეტაძეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის არჩევისას, დეპუტატების მხრიდან პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია.

„ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რაც ბუნებრივია, დაკავშირებულია 10 წლით სასამართლო ხელისუფლების პირველი პირის არჩევის მნიშვნელობიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ კომიტეტის განხილვა იქნება ძალიან საინტერესო,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წევრი, ანი მიროტაძე აცხადებს, რომ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელონ უშუალოდ ნინო გვენეტაძისგან იმ კითხვებზე პასუხებით, რომელიც აქვს ყველა დეპუტატს.

„მაინტერესებს როგორ წარმოუდგენია, არის თუ არა გადასახედი ის საქმეები, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოსამართლეების მიერ არის მიღებული,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.

“თავისუფალი დემოკრატები” კი საბოლოო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს ფრაქციის სხდომაზე გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

ნინო გვენეტაძის კანდიდატურა მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
უმცირესობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პრეზიდენტმა დაარღვია შეთანხმებები. მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა ყოფილიყო არაპოლიტიკურად აფილირებული პირი.

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2015 09:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics