ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს

news
: news თებერვალი 25, 2015 13:58

ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ფარული კენჭისყრისას გვენეტაძის კანდიდატურას ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

კენჭისყრას წინ უძღოდა ნინო გვენეტაძის მოსმენა, რაც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხმაურით წარიმართა. გვენეტაძისთვის შეკითხვების დასმა მოისურვეს კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა, ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ, რომლებიც იმ 28-კაციან სიაში იყვნენ, ვინც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარსადგენად შესთავაზეს. ვახტანგ ხამალაძემ მათ სიტყვის თქმის უფლება არ მისცა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს არასამთავრობოების გარეთ გაყვანა დაავალა, რის შემდეგაც კობა კობახიძე და ალექსანდრე კობაიძე ხმალაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

news
: news თებერვალი 25, 2015 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics