„ნინო ბურჯანაძეს მითვისებული აქვს არაკანონიერად, უპრინციპოდ ის სიკეთეები, რაც აქვს,” – გოჩა ჯოჯუა

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 16:41 განახლებულია

„ნინო ბურჯანაძეს მითვისებული აქვს არაკანონიერად, უპრინციპოდ ის სიკეთეები, რაც აქვს,” – გოჩა ჯოჯუა

მნიშვნელოვანი

  • ნინო ბურჯანაძის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ არალეგიტიუმურად ცნობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გოჩა ჯოჯუამ და სხვა მოსარჩელეებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლებმაც 8 თვის წინ მოითხოვეს 2014 წლის მაისში მიღებული გადაწვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო ბურჯანაძე.

სხვა სტატიები

ნინო ბურჯანაძის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ არალეგიტიუმურად ცნობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გოჩა ჯოჯუამ და სხვა მოსარჩელეებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლებმაც 8 თვის წინ მოითხოვეს 2014 წლის მაისში მიღებული გადაწვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო ბურჯანაძე.

როგორც მოსარჩელეები აცხადებენ, ეს გადაწყევტილება იყო უკანონო, რადგან მას ესწრებოდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მხოლოდ 11 წევრი.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის გოჩა ჯოჯუას განცხადებით, ნინო ბურჯანაძემ არაკანონიერად მიითვისა იმ საკითხებით სარგებლობა, რომლითაც სარგებლობენ კვალიფიციური პარტიები.

„ნინო ბურჯანაძეს მითვისებული აქვს არაკანონიერად, უპრინციპო და ამორალური საქციელითაც კი, ის რომ მას დღესდღეობით აქვს ის სიკეთეები, რომელიც მან მიიღო სწორედ მითვისებით, იმ ადამიანების დაუკითხავად, რომელ ადამიანებსაც ეკუთვნოდათ ეს ქონება,“ – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ გოჩა ჯოჯუამ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ყოფილი კოორდინატორის ბექა სვანიძის თქმით, იმის შესახებ გადაწყვეტილება, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო ტელევიზიით გაიგო.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 16:41 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics