ნინოწმინდაში ყინვისაგან 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

news
: news იანვარი 8, 2015 10:21

ნინოწმინდაში ყინვისაგან 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მნიშვნელოვანი

  • ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე მამაკაცი გარდაიცვალა. 54 წლის ვაზგენ გინოსიანის ძებნა მაშველებმა მას შემდეგ დაიწყეს

სხვა სტატიები

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე მამაკაცი გარდაიცვალა. 54 წლის ვაზგენ გინოსიანის ძებნა მაშველებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახმა მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ის გაყინული იპოვეს.

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მამაკაცი 6 იანვარს გაიყინა, როდესაც ნინოწმინდაში ძლიერი ქარბუქი იყო. ოჯახის განცხადებით, ვაზგენ გინოსიანი სახლიდან მეზობელ სოფელში მიდიოდა.

უკვე მესამე დღეა, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდის ათი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. პრობლემები აქვთ მგზავრებსაც, რომლებიც სომხეთის მიმართულებით გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

news
: news იანვარი 8, 2015 10:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics