ნიკა რურუა: მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ივანიშვილმა მდაბიურად “იჟმოტა”

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 13:56

კულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოებრივი მოძრაბა “ივერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა რურუა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ხელისუფლებას იმ თანხით დაეხმარება, რაც მთავრობას სტიქიის სედეგების ლიკვიდაციისთვის დააკლდება. განცხადებას რურუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“ამას ვერ დაავალდებულებ ოლიგარქს, მაგრამ ასეთ დროს ძალიან მდიდრები ამბობენ ხოლმე: I will double whatever will be raised, ანუ “მე გავაორმაგებ იმ თანხას, რაც შეიკრიბება” – ასე იქცეოდა ენდრიუ კარნეგი, ჯონ როკფელერი, ჰენრი ფორდი, უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი, დავით სარაჯიშვილი, ზუბალაშვილები, და ა.შ.ივანიშვილმა კი თქვა “მე რასაც ვერ შეაგროვებენ, იმას დავამატებ”. ანუ, მარტივ ენაზე რომ ვთქვად, მდაბიურად “იჟმოტა”. არათუ არ დაგვპირდა გაორმაგებას, არამედ მინიმალური პასუხისმგებლობა აიღო, რაც, სავარაუდოდ, იძულებული იყო გაეკეთებინა საკუთარი გარემოს რჩევით, რადგანაც მისი მალვა სტიქიური უბედურების შემდგომ ყველას თვალში მოხვდა.ქველმოქმედებასაც გემოვნება და კლასი ჭირდება. მეჯღანუაშვილი ვერ გახდება კარნეგი,”- წერს ნიკა რურუა.

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 13:56

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics