ნიკა მელია: ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების სახლებში მშვიდობიანად გაშვება

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 17:18

ნიკა მელია: ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების სახლებში მშვიდობიანად გაშვება

ხელისუფლებას აღარ დააცდის, რომ მიყოლებით კიდევ არაერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი გადადგას. მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობა” ხელისუფლების გადაყენებას მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით აპირებს.

“მინდა ხელისუფლებას თქვენი სახელით გავაგონო, რომ აქ, თავისუფლებისა და რუსთაველის გამზირებზე საზოგადოება შემთხვევით არასოდეს იკრიბება. საზოგადოება გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ამას ხელისუფლება აიძულებს და სამწუხაროდ, დღეს ჩვენმა უნიათო ხელისუფლებამ აიძულა საზოგადოება გამოსულიყო იმ მოედანზე, სადაც არაერთი თავისუფლებისთვის ბრძოლა გამართულა და ეს ბრძოლა ყოველთვის საზოგადოების გამარჯვებით დასრულებულა. დღევანდელი დღე ამ გზის დასაწყისია. დღეს თითოეული თქვენგანი აქ სხვადასხვა მიზეზის გამო ხართ მოსულები. ეკონომიკურმა კრიზისმა, სიდუხჭირემ, უსამართლობის განცდამ მოგიყვანათ. ჩვენს მოთმინებას, საზოგადოების მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჩვენ არ ვაპირებთ ველოდოთ ხელისუფლებას, რომ ერთი მეორეზე მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგას და გადაგვჩეხოს იმ უფსკრულში, საიდანაც ვეღარასდროს გამოვალთ. ამიტომ დღეს ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების სახლებში მშვიდობიანად გაშვება. ჩვენი ხმა მიაღწევს მათ კაბინეტებში, მათ ჩაბურულ ჯიპებში”, – განაცხადა მელიამ.

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 17:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics