ნიკა მაჭუტაძე– ოკუპაცია, რომელიც ითვისებს, იჩემებს, საკუთარ ველურ და ყოვლისმომნელებელ სტომაქში ათავსებს, ამუშავებს, ნარჩენებად აქცევს, ინელებს საქართველოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 13, 2015 03:12

ნიკა მაჭუტაძე– ოკუპაცია, რომელიც ითვისებს, იჩემებს, საკუთარ ველურ და ყოვლისმომნელებელ სტომაქში ათავსებს, ამუშავებს, ნარჩენებად აქცევს, ინელებს საქართველოს

მნიშვნელოვანი

  • ნიკა მაჭუტაძე– ოკუპაცია, რომელიც ითვისებს, იჩემებს, საკუთარ ველურ და ყოვლისმომნელებელ სტომაქში ათავსებს, ამუშავებს, ნარჩენებად აქცევს, ინელებს საქართველოს

სხვა სტატიები

ისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნეირებათა სპეციალისტი ნიკა მაჭუტიძეისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნეირებათა სპეციალისტი ნიკა მაჭუტაძე  სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმიანება და ხელისუფლებას დროული და ეფექტური რეაგირებსიკენ მოუწოდებს.

რუსეთი, რომელიც ტოტლებენთან ერთად შემოლაგდა საქართველოში, არსად წასულა და იმ დღიდან არ ყოფილა ერთი დღე, საქართველოში, გარდა 1918-21 წლებისა, რუსების სამხედრო ყოფნის გარეშე.
აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას. როდესაც გძინავთ, ყავას სვამთ, როდესაც იკვებებით, იცინით, ფილმებს უყურებთ, წიგნებს კითხულობთ, ბილეთების რიგში ერთმანეთს ალაჯებთ, როდესაც სელფებს იღებთ და ფბ-ზე ათავსებთ, სიგარეტს ეწევით და ა.შ
უნდა გახსოვდეთ, რომ სწორედ მაშინ, თითოეული წუთის, საათის, დღისა და ღამის მანძილზე, ამ წუთებშიც კი, მტერი იპრყობს თქვენი სამშობლოს, თქვენი სახელმწიფოს მიწას და იქედან ერეკება ადამიანებს. სარჩო-საბადებლის და წინაპრების საფლავთა გარეშე ტოვებს მათ. დიახ, თქვენს თანამოქალაქეებს.
აი, ამ დროსაც, როდესაც ამ ტექსტს ვწერ, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვადრატული მეტრი საქართველოსი ჩამოსცილდა საქართველოს.
კიდევ რამდენიმე მეტრით მოუახლოვდა მსაჯული და განმკითხავი თქვენ დაწყნარებულ, შეჩვეულ, დამშვიდებულ, დავიწყებულ სინდისს. ისტორიის მსაჯული მოიკითხავს სინდისს. სინდისს, რომელიც ისტორიისათვისაა განკუთვნილი. სინდისს, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ. სინდისს, რომელიც აღარ არსებობს. ისევე, როგორც პასუხისმგებლობა, ღირსება, თავისუფლება – მისი უნარი, მისთვის ბრძოლა.
საქართველო განიძარცვა სინდისისაგან! ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღიანი ვირტუალური გულისა და ენის აქავების შემდეგ, თითქმის ყველას დაავიწყდება ოკუპირებული ტერიტორიები, იქედან გამოდევნილი ადამიანები. ოკუპაცია, რომელიც იქცა მუდმივად, პერმანენტულ ოკუპაციად, ოკუპაციად, რომელიც არ ცხრება და მოიწევს წინ, მოცოცავს, მოილტვის და შთანთქავს ყოველივეს, რაც კი გზად შეხვდება, რასაც წააწყდება. ოკუპაცია, რომელიც ითვისებს, იჩემებს, საკუთარ ველურ და ყოვლისმომნელებელ სტომაქში ათავსებს, ამუშავებს, ნარჩენებად აქცევს, ინელებს საქართველოს.
არ არის ოკუპირებული საქართველოს გარკვეული ტერიტორიები. ოკუპირებული და დაპყრობილია მთელი საქართველო. ოკუპირებულია ადამიანების, საქართველოს მოქალაქეთა თავები, რაც ყველაზე უფრო დიდი კატასტროფაა–წერს ისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნეირებათა სპეციალისტი ნიკა მაჭუტაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 13, 2015 03:12

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics