ნიკა გვარამია: 2016 წლის არჩევნები ან “რუსთავი 2”-თან ერთად ჩატარდება, ან ეს არჩევნები საერთოდ არ იქნება

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 19:19

ნიკა გვარამია: 2016 წლის არჩევნები ან “რუსთავი 2”-თან ერთად ჩატარდება, ან ეს არჩევნები საერთოდ არ იქნება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში შეკრებილ მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ 2016 წლის არჩევნები ან “რუსთავი 2”-თან ერთად ჩატარდება, ან ეს არჩევნები საერთოდ არ იქნება.
როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოქალაქეებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა გადაწყვეტილებას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი იღებს და მათ არ უნდა მისცენ უფლება, რომ ივანიშვილმა მოქალაქეებს ჩამოართვას თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევნები.
“22-ში ყველას მოგიწოდებთ, აქ ვიყოთ, რათა ვნახოთ, როგორ მთავრდება სასამართლო ხელისუფლება და როგორ აპირებენ მედიაც დასრულდეს, რათა არავინ გაიგოს, რომ რეჟიმი გვმართავს. სინამდვილეში ბიძინა იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ჩაატაროს 2016 წლის არჩევნები, რომელსაც აუცილებლად წააგებს. ამას მარტო “რუსთავი 2” არ ამბობს, ამას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. “რუსთავი 2″ არ აპირებს მოაპარინოს არჩევნები, თავისუფალი ნება და ხალხის თავისუფალი სიტყვა. ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ და ყველა სამართლებრივ შანსს გამოვიყენებთ, მაგრამ თუ სამივე ინსტანციის სასამართლო სამართლის გარეშე დაგვტოვებს, მერე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არის სამართალი და თავისუფალი სიტყვა და ბიძინა ივანიშვილი, ბოროტი მანიაკი იპარავს ერის კუთვნილ თავისუფლებას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას მიმართვას საქალაქო სასამართლოში შეკრებილი მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. გვარამიას მიმართვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზო “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერებმა, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 19:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics