ნიკა გვარამია – წამების ამსახველი კადრების გავრცელება წამების გაგრძელებაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 22, 2015 19:33

ნიკა გვარამია – წამების ამსახველი კადრების გავრცელება  წამების გაგრძელებაა

არასაპარლამენტო ოპოზიციატელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, წამების ამსახველი კადრების გავრცელება აზარალებს ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო , – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლებაც ამაში მონაწილეობს, რადგან გავრცელება წამების გაგრძელებაა.
ჟურნალისტის კითხვაზე წამების კადრებთან დაკავშირებით, თუ იცოდა, რომ ეს ხდებოდა, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ “თავისთავად ცხადია – არა”.
“ეს თუ ვიცოდი და ხმა არ ამომღია აქამდე, ამ შენობიდან არ უნდა გამოვეშვით არავითარ შემთხვევაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 22, 2015 19:33