ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 11:25

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

მნიშვნელოვანი

  • ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სხვა სტატიები

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთში, ტაილანდში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშსა და ნეპალში განაცხადა, რომ მათთვის ამ დრომდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს.

“ჩვენ ვმუშაობთ ნეპალელ კოლეგებთან და ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია ქართველების შესახებ არ არის. 2 ჯგუფია ტურისტული კომპანიებიდან და ასევე ინდივიდუალურად წასული ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას არ გვაწვდიან,“-განაცხადა ლევან ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გუშინ მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2000-ს მიაღწია, დაშავებულია 4 ათასამდე ადამიანი.

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 11:25