ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ ქართველებს დახმარებას ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩო აღმოუჩენს

news
ავტ.: news აპრილი 30, 2015 17:36

ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ ქართველებს დახმარებას ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩო აღმოუჩენს

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ნეპალში იმყოფებიან შეუძლიათ მიმართონ ინდოეთში საქართველოს საელჩოს ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე (+91 11) 49496000; (+91) 9560093233; (+91) 9560791004.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნეპალში ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ნიუ დელი) უკვე მეოთხე დღეა იმყოფება კატმანდუში და ადგილზე ეცნობა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას.

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა, მან ასევე შეხვედრები ნეპალის გაეროს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართა.

ელჩის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი 12-კაციანი ტურისტული ჯგუფი ნეპალის ქალაქ პოხარადან დედაქალაქ კატმანდუში გუშინ გვიან საღამოს ჩავიდნენ და ისინი Air Arabia-ს რეისით სამშობლოში გამოფრინდებიან.

ლევან ნიჟარაძე კი, ნეპალიდან ინდოეთში 1 მაისს დაბრუნდება.

news
ავტ.: news აპრილი 30, 2015 17:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics