- ისრაელის მთავარმა რაბინმა სირიის ომი ჰოლოკოსტს შეადარა
- ესპანეთმა ბაშარ ასადის ბიძის ანგარიში და ქონება დააყადაღა
- პუტინი მეტროში აფეთქებების სამ ვერსიას განიხილავს
- მექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ გაზეთი დაიხურა
- ბრძოლა მოსულისათვის: კოალიციის დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს
- საფრანგეთის ექს-პრემიერმა ვალსმა მისი პარტიის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
ნემცოვის ქალიშვილი საკუთარ პრემიას უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯავს
მნიშვნელოვანი
- ნემცოვის ქალიშვილი საკუთარ პრემიას უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯავს
სხვა სტატიები
თებერვალში მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ განაცხადა, რომ 700 ათას ევროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაცავად დახარჯავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში.
სამშაბათს ნემცოვამ პრემია “სოლიდარობა” მიიღო, რომელსაც პოლონეთის ხელისუფლება გასცემს დემოკრატიის და სამოქალაქო თავისუფლების დასაცავად.
“პრემიის პირველ ნაწილს 250 ათას ევროს ბორის ნემცოვის ფონდში გადავრიცხავ, 50 ათას ევროს პოლონეთის საგანმანათლებლო ტურში, 700 ათას ევროს კი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად” – განაცხადა ნემცოვამ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში.
“საქმელმოქმედო პროექტები განსაკუთრებით უკრაინაში დაფინანსდება, რომელიც ახლა საომარ რეჟიმში იმყოფება” – თქვა ნემცოვამ რადიო “პოლონეთში”.
პრემია სამი ნაწილისგან შედგება: 250 ათასი ევრო თავად ლაურეატისთვის, 700 ათასი პროგრამებისთვის, რომელსაც ლაურეატი განსაზღვრავს და 50 ათასი ევრო გამარჯვებულის პოლონეთში გასამგზავრებლად.