- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
ნემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდა
მნიშვნელოვანი
- ნემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდა
სხვა სტატიები
ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი ფიგურები არ დაისჯებიან, განაცხადა მოკლული პოლიტიკოსის ქალიშვილმა ჟანნამ გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან საუბრისას.
ბორის ნემცოვის უფროსმა ქალიშვილმა რუსეთის მთავრობა მამის მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობაა“ განაცხადა მან გუშინ გერმანულ გამოცემასთან. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მკვლელობა მთავრობის სრული ხელშეწყობით მოხდა და რომ „შემსრულებლები დარწმუნებულები იყვნენ და არიან იმაში, რომ მათ არავინ დასჯის. ის მოკლეს იმიტომ, რომ კრემლის წინააღმდეგი იყო. ეს ცხადია“ – თქვა ნემცოვის ქალიშვილმა.
ამასთანავე ის დარწმუნებულია, რომ დანაშაული არ იქნება გამოძიებული: „ვიღაცას დასჯიან, მაგრამ ეს არ იქნება ის, ვინც სინამდვილეში ჩაიდინა“ – ხაზგასმით აღნიშნა მან. ნემცოვის ქალიშვილმა ასევე თქვა: „რუსეთში ვერ ვხედავ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ოპოზიციამ საკუთარი ლიდერი დაკარგა.“