ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც ეს გადაწყვეტილება დააწიეს გზაში–თინა ხიდაშელი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 23:36

ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც ეს გადაწყვეტილება დააწიეს გზაში–თინა ხიდაშელი

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება და მოსწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კოალიციური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ყველამ ერთად მიიღო. მე არ ვესწრებოდი ამ შეკრებას, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება“ -ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” პარლამენტის დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს გამოწვევებსა და მასთან გამკლავების გზებს, ხიდაშელი განმარტავს, რომ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ყველანაირი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს.

„ხელისუფლებაში როდესაც ხარ და გაქვს განაცხადი გაკეთებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. არ ვთვლი, რომ საერთოდ არის რაიმე პოლიტიკური თანამდებობა, სადაც რისკი არ არის და გამოწვევები ნაკლებია. ყველაფერი, რა თქმა უნდა, შედარებითია, მაგრამ ერთია, როდესაც თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობ და მეორეა, როდესაც ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერთან შეჭიდება გიწევს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე შეფასებით, ის ადამიანთა იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, ვინც ადვილ ცხოვრებას ეძებს და ვინც გარკვეული თანამდებობისკენ მოკლე დისტანციებით მოძრაობს. როგორც ხიდაშელმა გადაცემა “რექციაში” აღნიშნა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩდა: „მე ამას არ ველოდი, რადგან ვიცოდი იმ კომუნიკაციის შესახებ, რაც იყო პრემიერსა და მას შორის და როგორც ვიცი, მას არ უთქვამს პრემიერისთვის, რომ რაიმე კითხვები ჰქონდა ან რამის გადავადებას ელოდა. არ იყო მოულოდნელი-თქო რომ ვთქვა, სასაცილო იქნება, რადგან ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც ეს გადაწყვეტილება დააწიეს გზაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ თინა ხიდაშელის განცხადებით, უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეა.

„უხერხულობას, რა თქმა უნდა, არ მიქმნის, იმიტომ, რომ ჩვენი ბედი ძალიან ბევრი წლის წინ გადაწყდა, როდესაც ორივემ დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენ საჯარო ცხოვრებით შევხვდით ერთმანეთს და ვიცოდით, რომ ჩვენი გზები სულ ასე – ან პარალელურ რეჟიმში ივლიდა ან სადმე გადაიკვეთებოდა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე შეფასებით, ეს ნორმალური ფაქტია და ამას მიჩვეულები არიან. ამასთან, ხიდაშელის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პატივია ემსახუროს იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს უსაფრთხოებას იცავენ.

„თავდაცვის მინისტრი ქვეყნის პირველი ჯარისკაცი არ არის. იგი სამოქალაქო პირია და ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა. მე არ ვარ ქვეყნის პირველი ჯარისკაცი, სამოქალაქო პირი ვარ და ამ მონაპოვარს საქართველო შეინარჩუნებს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 23:36

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics