“ნაციონალურმა მოძრაობამ” ე.წ. მოდულის შენობასთან აქცია გამართა

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 12:20 განახლებულია

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ე.წ. მოდულის შენობასთან აქცია გამართა

“სოლიდარობა პოლიციელებს”, – ამ სლოგანით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ე.წ.მოდულის შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა სტიკერები წარწერით “სოლიდარობა პოლიციელებს” მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განათების ბოძებზე გააკრეს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია პოლიციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა.
“როცა ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებული დევნითაა დაკავებული და კრიმინალთან ბრძოლა მიივიწყა, მეტიც, ხშირად მასთან კავშირშია და სამწუხაროდ, ხშირად მფარველობს კიდეც, ასეთ დროს ჩვენ გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ პოლიციელებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, თუმცა აბსოლუტურად ზურგშექცეულები მთავრობის მხრიდან. როდესაც ხელისუფლება ზურგს შეაქცევს თავის პოლიციელს, მნიშვნელოვანია მან მხარდაჭერა იგრძნოს საზოგადოებისგან. ეს აქცია თბილისში და პარალელურად კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში სწორედ ამ დატვირთვის მატარებელია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პოლიციელები და სპეცრაზმელები.
ნიკა მელიამ აქციაზე ასევე მოითხოვა, რომ თბილისის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი კახა ნაკანი გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნეს ე.წ. მატროსოვის ციხეში.
“პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს კახა ნაკანის გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც კანონით არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 12:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics