“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიციის მხარდამჭერი აქცია თელავშიც გამართა

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 12:02 განახლებულია

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიციის მხარდამჭერი აქცია თელავშიც გამართა

მნიშვნელოვანი

  • პარტიის წევრები და მხარდამჭერები სოლიდარობის ნიშნად, შს თელავის რაიონულ სამმართველოსთან მივიდნენ და ბოლო ხანს პოლიციელების გახშირებული მკვლელობის შემთხვევები დაგმეს.

სხვა სტატიები

პარტიის წევრები და მხარდამჭერები სოლიდარობის ნიშნად, შს თელავის რაიონულ სამმართველოსთან მივიდნენ და ბოლო ხანს პოლიციელების გახშირებული მკვლელობის შემთხვევები დაგმეს.

ოპოზიციონერებმა სიმბოლურად შენობასთან “თანადგმომა პოლიციას” სტიკერებიც გააკრეს.

“პოლიცია, რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს, თვითონ ხდება ქვეყანაში დაუცველი. მიუღებელია სამართალდამცავების მკვლელობები, რაც ბოლო ხანს ასე გახშირდა. ვაპროტესტებთ და ვაცხადებთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ პროცესს ვერ უმკლავდება”, – განაცხადა პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.

პოლიციის მხარდამჭერი აქცია დღეს თბილისსა და გორშიც გაიმართა.

news
ავტ.: news აპრილი 18, 2015 12:02 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics