ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა

news
ავტ.: news აპრილი 23, 2015 12:49

ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა

ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ჟურნალისტებისთვის წარდგენილ მასალაში ლაპარაკია კორუფციული გარიგებების და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზე.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ განსახორცილებელი პროექტები გურჯაანის გამგეობის მაღალჩინოსების ნათესავების კომპანიებს გადაეცათ, მათი მტკიცებით, პროექტებისთვის ბიუჯეტიდან ათობით ათასი ლარია გამოყოფილი.

“გამგებლის მოადგილე გიორგაძემ მეგობარს ვაჟა შალაშვილს დააფუძნებინა კომპანია და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მხოლოდ ერთ პორექტში გადაურიცხა 90 671 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარემ კონსტანტინე ბერიძიშვილმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით თავის ბიძაშვილს დაუმტკიცა 5 პროექტი თანხით 54 ათას 636 ლარი,” -განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღვიანიაშვილმა.

news
ავტ.: news აპრილი 23, 2015 12:49