“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 11:18

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს

მნიშვნელოვანი

  • "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, და მხარდამჭერებმა აგვისტოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სასფლაოზე 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

სხვა სტატიები

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, და მხარდამჭერებმა აგვისტოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სასფლაოზე 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და განაცხადეს, რომ ეს არის დღე, როდესაც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რამხელა საფრთხის წინაშე დგას საქართველოს თავისუფლება და მოამავალი.
“დღეს არის დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. დღეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი თავისუფლება და მომავალი, საიდან მოდის ეს საფრთხე და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს აღარ დასჭირდეთ ჩვენი ქვეყნის დაცვა საგარეო აგრესიისგან. დღეს არის დღე, როდესაც ქართველებმა უნდა შევძლოთ და გვერდზე გადავდოთ დაპირისპირება, ერთმანეთის ჭამა, გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო ისე, როგორც ეს გააკეთა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში”, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 11:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics