“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის მერი ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნას ითხოვს

news
ავტ.: news მაისი 20, 2015 12:37

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის მერი ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნას ითხოვს

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერს სავარაუდოდ ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. ამის შესახებ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა , თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოსაგან მერიის საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდას ითხოვს.

სხვა სტატიები

თბილისის მერს სავარაუდოდ ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. ამის შესახებ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა , თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერი საკრებულოსაგან მერიის საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდას ითხოვს.
თამაზ შოშიაშვილის თქმით, თბილისის მერმა 14 მაისს განაცხადით მიმართა საკრებულოს საშტატო ერთეულის 5 მრჩევლით გაზრდის შესახებ. შოშიაშვილის განცხადებით, ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს.
ამასთან, როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის სტრუქტურები 353 საშტატო ერთეულით გაიზარდა და დღეისთვის 3770-ს შეადგენს. თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, გაზრდილი შტატებისთვის ბიუჯეტიდან თვეში, პრემიების გარდა, 500 000 ლარი იხარჯება.
“უკიდეგანოდ ხდება “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმება. რაც იყო, ის აღარ არის საკმარისი. დედაქალაქის მერია “ქართული ოცნების” შტაბად იქცა”, – აღნიშნა თამაზ შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, თანამდებობებს არაკომპეტენტური პირები იკავებენ. ასეულობით ახალი ადგილის შექმნით თბილისის მერია თბილისელების ხარჯზე ქმნის სამუშაო ადგილებს.
თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, რომ ეს ამორალურია და საკითხს საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მხარს არ დაუჭერენ. მისივე განმარტებით, საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

news
ავტ.: news მაისი 20, 2015 12:37