“ნაციონალური მოძრაობა” რევაზ კარალიძის საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

news
: news იანვარი 21, 2015 14:18

“ნაციონალური მოძრაობა” რევაზ კარალიძის საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ კარალიძის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2013 წლის 20 ივლისს, რევაზ კარალიძე ანტიკორუფციული სააგენტოს ცენტრალურმა დეპარტამენტმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესები გაგრძელდა თითქმის ორი წელი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ კარალიძეს ქრთამის აღებასა და მოთხოვნას პროკურატურა ვერ უმტიკიცებს.
“2013 წლის 20 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე, რევაზ კარალიძე ანტიკორუფციული სააგენტოს ცენტრალურმა დეპარტამენტმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, 238 მუხლის მესამე ნაწილი. 2013 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კარალიძე 15000 ლარი გირაოს შეფარდების სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მან გლდანის საპყრობილე 23 ივლისს დატოვა. 2013 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც პროკურატურამ გაასაჩივრა კარალიძის გირაოს სახით გათავისუფლება და მოითხოვა მისი დაპატიმრება, სასამართლომ დააკმაყოფილა და მას წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც შეეხება პატიმრობის მოტივს სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო, პროკურატურის მიერ წინასწარ მომზადებული და დადგმული სპექტაკლი, როცა მოდულის შენობაში დაბარებულ კარალიძეს ბრალდების მთავარი მოწმე რუსლან ცეცხლაძე დაახვედრეს, რაც წინასწარ მომზადებულმა ჯგუფმა გადაიღო ვიდეო ფირზე და კარალიძეს მოწმეზე ზეწოლად ჩაუთვალეს.
2013 წლის 11 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კარალიძეს ისევ გირაო შეუფარდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა, ამის შემდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდა თითქმის ორი წელი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ კარალიძეს ქრთამის აღებასა და მოთხოვნას პროკურატურა ვერ უმტიკიცებდა.
2015 წლის 20 იანვარს, რა დროსაც გაიმართა კარალიძის საქმის ბოლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თავისი ინიციატივით გადაუკვალიფიცირა კარალიძეს სისხლის სამართლის საქმე და მას შეუფარდა 339 მუხლის მეორე ნაწილი, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
: news იანვარი 21, 2015 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics