“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 16:34

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს.
რეზოლუციის მიღების საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა. ბარამიძის შეფასებით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს და საზოგადოება გაყოფისკენ მიჰყავს.
როგორც ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქუთაისში გამართულ აქციისას, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ორი თვით დააპატიმრეს, მაშინ როდესაც მსგავსი რეაგირება არ მოჰყოლია ოპოზიციონერ დეპუტატებზე – გიორგი ღვიანიაშვილზე, ჩიორა თაქთაქიშვილზე, ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმას.
“თუ ადრე რამე არ მოგწონდათ, იმაზე უარესს თქვენ ნუ გაიმეორებთ. ივანიშვილის მმართველობა ქვეყნას ძვირი უჯდება. მივდივართ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძე.

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 16:34

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics