“ნაციონალური მოძრაობა” ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 11:17

“ნაციონალური მოძრაობა” ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

მნიშვნელოვანი

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა, რადგან ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. "ერთიან ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

სხვა სტატიები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა, რადგან ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. “ერთიან ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.
“მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების, ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის პოლიტიკური დევნით, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი.
აშკარაა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპატრლამენტო არჩევნებია. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2015 წლის შემოდგომაზე საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა. აშკარაა, რომ ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას არსებული კრიზისიდან. აქვე აღსანიშნავია, ოპოზიციური არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიცია, რომლებმაც თავისი განცხადებით უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ენმ გაუმართლებლად მიიჩნევს საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატების მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საკონსტიტუციო მექანიზმს, რათა უხლოეს მომავალში მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მმართველობა, რომლის ყოველი დღე ასე ძვირი უჯდება საქართველოს მოსახლეობას”, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების “ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლის თავზე სახეზეა ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი.
“ქვეყნის არაფორმალური მართვა საფრთხეს უქმნის სამართლებლივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პერსპექტივას. საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთი ამოცანების მოგვარებას, როგორიცაა: სტაბილური ეკონომიკური ზრდის ტემპის უზრუნველყოფა, ბიუჯეტის შევსება, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, სიღარიბის დაძლევა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და, როგორც შედეგი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის წინაშე მდგომი სოციალური პრობლემების მოგვარება; სისტემური კორუფცია და კრიმინალთან ბრძოლა; უსაფრთხო საზოგადოებრივი გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებსა და ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე ადექვატური რეაგირება.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმაც განაცხადეს.

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 11:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics