ნაციონალური მოძრაობა ლაშა მაქაცარიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებს

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2015 14:24

ნაციონალური მოძრაობა ლაშა მაქაცარიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებს

ლაშა მაქაცარიას პროკურატურის მიერ დაკითხვის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებს. მათი განმარტებით, საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი რუსთაველის მეტროს მიმდებარედ ჯიხურების აღების კანონიერებას ეხება და ცენტრალურ გამზირზე მათი დაბრუნება იგეგმება.

“ეს ტერიტორია დღესაც ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც სარჩელი შეიტანა. ეს არის შევარდნაძის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირი. პროკურატურა და სახელისუფლებო შტოები არიან ძალიან მოტივირებულები, რომ ეს კონკრეტული საქმე დაუმტკიცდეს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომ მან უკანონოდ მოახდინა ამ მაღაზიების დემონტაჟი,”-აცხადებს ნიკა მელია.

ირაკლი აბესაძემ და ნიკა მელიამ თბილისის მერიის პოლიტიკა გააკრიტიკეს. მათი თქმით საქმე უსაფუძვლოა და ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2015 14:24

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics