“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს

news
ავტ.: news მაისი 30, 2015 12:42

“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით ავლაბრის სასახლეში საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია გაიმართება. მასში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის მსგავსად, ისინიც მოითხოვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
“უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მუშაობენ თემაზე, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ეს არის ის დანაპირები, რომელიც სხვათა შორის, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, თუმცა სამი წლის განმავლობაში, ხელისუფლებას ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია, დღეს კონფერენციაზე ყველა პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო სექტორი დააფიქსირებს საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ ერთიანები და მეორე მხარეს რჩება ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილების მთავარი მიმღებია”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ცვლილების იმ ვარიანტზე აწერს ხელს, რომელზეც პარტიები და არასამთავრობოები შეთანხმდებიან.
“ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ჩვენ არ გვინდა რაიმე დისონანსი შევიტანოთ პოლიტიკურ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებაში. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ და ხელს მოვაწერთ იმ შეთანხმებულ ვარიანტს, რომელზეც პარტიები და არასამთავრობოები შეთანხმდებიან”, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე აზრით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება, თუკი განხილვები საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან მაქსიმუმ საშემოდგომო სესიის ფარგლებში დაიწყება.
“თუ განხილვები დაიწყება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან უკიდურეს შემთხვევაში საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებები მოესწრება. არაფერი წინ არ უდგას იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნას პარლამენტში წარმოდგენილი, ერთადერთი, რამაც ამას ხელი შეიძლება შეუშალოს, ეს არის თავად ხელისუფლების პოლიტიკური ნება”, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 30, 2015 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics