“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 21:04

“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.
პარტიის ლიდერებმა შესაბამისი განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.
როგორც მათ განმარტეს, პოლიტიკურ ძალებთან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.
“ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების პროცესში”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
პარტიის ლიდერების აღნიშნულ განცხადებას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. განცხადების გაკეთების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქციის მონაწილეებს დღევანდელი აქციის დასრულებისკენ მოუწოდეს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციის ტერიტორიას ტოვებენ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 21:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,026
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics