“ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წავა ხელისუფლებიდან”

news
ავტ.: news სექტემბერი 19, 2015 23:45

“ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წავა ხელისუფლებიდან”

მნიშვნელოვანი

  • ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას 2016 წლის არჩევნებში გარდაუვლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ერთადერთი რაც მას შეუძლია ეს დიდი ფულია. გიგი უგულავა ნაციონალურ მოძრაობაზე ბიძინა ივანიშვილის განწყობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას არასწორი შეხედულებები აქვს მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაზე.

სხვა სტატიები

ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას 2016 წლის არჩევნებში გარდაუვლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ერთადერთი რაც მას შეუძლია ეს დიდი ფულია. გიგი უგულავა ნაციონალურ მოძრაობაზე ბიძინა ივანიშვილის განწყობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას არასწორი შეხედულებები აქვს მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაზე.

„ის გამოყრის ფულს, თუმცა ფულით მან უკვე ერთხელ იყიდა ეს ქვეყანა. ივანიშვილის ტაქტიკა არა შორს მჭვრეტელი და არაგონივრულია. ის ფიქრობს, რომ ხალხი ნაციონალურ მოძრაობას ხმას აღარასდროს მისცემს და ამ რწმენიდან ამოდის. თუ მისცა ხმა მოსახლეობამ და მაშინ იტყვის მე ამ ხალხთან საერთო აღაფერი მაქვს და წავა ამ ქვეყნიდან,“ – ამბობს გიგი უგულავა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის გარანტორია.

„ის ფიქრობს რომ ნაციონალურ მოძრობა არის გარანტი იმისა, რომ ის შეინარჩუნებს ხელისუფლებას და შეაშინებს ჩვენით ხალხს. მე ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი იმისა, რომ ის ხელისუფლებიდან წავა,“ – ამბობს გიგი უგულავა.

news
ავტ.: news სექტემბერი 19, 2015 23:45