ნაციონალური დევნა ფიროსმანზე „მამალი და კრუხ-წიწილადან“ დაიწყო!!!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 2, 2015 14:46

ნაციონალური დევნა ფიროსმანზე „მამალი და კრუხ-წიწილადან“ დაიწყო!!!

HEN-WITH-CHICKENS-500x500ჯერ იყიდოსო, შემდეგ რად იყიდაო, შემდეგ კი – თავად ყიდდა და თავადვე იყიდაო. მოკლედ, ნაციონალური ვერსიები ყველაზე ფერად სიზმარში ნანახ ყველაზე თამამ პოზასაც კი „უჯოკრავს“ და არავინ საუბრობს იმ სადამსჯელო ოპერაციებზე, რაც მიშამ და მისმა წრემ თავის დროზე ხელოვნების ნიმუშების დამცველებისა თუ მფლობელების წინააღმდეგ ჩაატარეს.
ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, რამდენიმე წლის წინ ჩაწერა  ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა, რომელიც “ქრონიკაში” დაიბეჭდა. ეს ერთადერთი ინტერვიუა რომელიც ამ თემაზე ოდესმე გამოქვეყნებულა. „თაიმერი“ ინტერვიუს მხოლოდ იმ ნაწილს გთავაზობთ რაც ფიროსმანის ნახატს ეხება. წაიკითხეთ და გაიგეთ რა მოხდა რეალურად და რას მალავენ ნაციონალურ „მანტიაში“ ნაციონალები!
სკანდალური საქმე, სპეცოპერაცია – ფიროსმანის „მამალი და კრუხ-წიწილა“ .
ოჯახის წევრები ( ერთის გარდა) და ნათესავები დაპატიმრებას იმიტომ გადაურჩნენ რომ სურათის „მამალი და კრუხ-წიწილა“ მფლობელმა, ფორისმანზე უარი თქვა.ერთ დროს მუზეუმისთვის ზარ-ზეიმით გადაცემული „მამალი და კრუხ-წიწილა“ სააკაშვილს ავლაბარში ქონდა, ახლა სადაა სურათი არ ვიცით.
ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნავთ, ფაქტი როცა მოხდა ამ დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე) იყო ნიკოლოზ (ნიკა) რურუა!!
ნაირა (ნანა) ლომიძე:
_ 2012 წლის 21 სექტემბერს გამომიშვეს ციხიდან, სასჯელი გადამივადეს, იმდენად დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ციხეზე შემიყვანეს მქონდა ანევრიზმა, იქ დამერთო გულის მანკი, არ მეხურება სარქველები და ტრომბის რკალებითაა აორტა სავსე. ეს დადგინდა ექსპერტიზით და იძულებული გახდნენ გადაევადებინათ სასჯელი. ეს მოხდა იმ პერიოდში როცა სტუდენტებმა მოძრაობა დაიწყეს. 21-ში საღამოს მითხრეს გაემზადე გიშვებთო. მანამდე რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა ორჯერ გამიკეთა ექსპერტიზა სამ საავადმყოფოში და დადგინდა რომ მძიმე ავადმყოფი ვიყავი, არ გამიშვეს.
მისჯილი მქონდა 2 წელი რეალური, 2 პირობითი და ერთი საგამოცდო ვადა. ბრალად მედებოდა თაღლითობის მცდელობა. რაც გამოიხატა შემდეგში: 2008 წელს კომისიაზე მქონდა გატანილი სურათი შემოწმებაზე. კომისიას 24 ექსპერტი ესწრებოდა, კომისიის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში სურათი მუზეუმში დაიტოვეს კვლევისთვის, რაც ოფიციალურად გაატარეს წიგნში, ორჯერ გაიტანეს რენდგენზე. ამ ყველა პროცედურას ესწრებოდა ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი, რომელსაც დაინტერესება ქონდა, მას აფინანსებდა ტელეკომპანია და დოკუმენტური ფილმი უნდა გადაეღო ფიროსმანზე. სრულიად შემთხვევით დამხვდა მისი ჯგუფი კომისიაზე, ყველა დეტალს აფიქსირებდნენ. კვლევის დასრულების შემდეგ წამოვიღეთ სურათი, კულტურის სამინისტრომ 2008 წლის 16 აგვისტოს მომცა პასუხი, რომ ჩემი სურათი იყო მაღალმხატვრული მიბაძვა და ეს არ იყო ფიროსმანის ნამუშევარი. ამ დასკვნას ხელს აწერს მინისტრის მოადგილე ანდღულაძე. მაღალმხატვრული მიბაძვის სურათის მყიდველებიც არიან და შევეცადეთ რომ გაგვეყიდა. სურათი მალევე წაგვართვეს, დადგეს და აჩვენეს სპექტაკლი თითქოს სურათი ავტოფარეხიდან ამოიღეს. მოხდა ყველაზე დიდი საოცრება, სურათი მიიტანეს მუზეუმში, გამოაცხადეს რომ ეს იყო ფიროსმანის ნახატი და სპეცოპერაციით ხელისუფლებამ სურათი გადაარჩინა ქვეყნიდან გატანას.
_ კულტურის სამინისტროს დასკვნა ყალბი იყო ასე გამოვიდა?
_ ასეა კი, სურათი რომელიც იყო მაღალმხატვრული მიბაძვა საზღვარგარეთ გავიდოდა თუ საქართველოში დარჩებოდა რა მნიშვნელობა ჰქონდა? თუ სურვილი არ ჰქონდათ რომ გასულიყო სურათი ქვეყნიდან და თვლიდნენ რომ ეს იყო ფიროსმანი, უნდა დაერეგისტრირებინათ, ასე არაა? მე ტელევიზიიდან გავიგე რომ ნახატი თურმე მართლა ფიროსმანისაა და არაა მაღალმხატვრული მიბაძვა, ტელევიზიიდან გავიგე ასევე რომ, თურმე მათ გადაარჩინეს ეს სურათი და საჩუქრად გადასცეს მუზეუმს. 2011 წელს, როცა სურათი მიიტანეს მუზეუმში იქ თანამშრომლებმა თქვეს რომ 2008 წელს ეს სურათი მოტანილი ქონდათ ჩვენთან კვლევაზეო.
_ თქვენ რომ გქონდათ მიტანილი?
_ დიახ, ამ თემაზე თომა ჩაგელიშვილმა მაშინ გააკეტა სიუჟეტი, მან აჩვენა კადრები როცა ერთ–ერთი რესტავრატორი, რომელიც იყო კომისიის წევრი, ამბობს – აი, ხედავთ მხატვარი წვალობს, წვალობს, ერთი ხელის მოსმით არ არის გაკეთებული ნახატი, ეს არ არის ფიროსმანი. პარალელურად მეორე კადრს აჩვენებენ, რომელიც გადაღებულია მას შემდეგ რაც მუზეუმში მიიტანეს საჩუქრად ეს ნახატი, იგივე კომისიის წევრი, მარსაგიშვილი იძახის – ამ სურათში ფიროსმანის სული დევს! სურათი რომ წაგვართვეს, მე სარჩელი შევიტანე სასამართლოში და ვითხოვდი სურათის დაბრუნებას. ამ სარჩელის შეტანის შემდეგ დააკავეს ჩემი შვილიშვილი დათო ოძელაშვილი…
_ თქვენ ფიქრობთ რომ ეს ფიროსმანის სურათს უკავშირდება?
_ რა თქმა უნდა…

2011 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ინფორმაცია: „ნიკო ფიროსმანის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნახატი – “მამალი და კრუხ-წიწილა” მუზეუმს პროკურატურამ გადასცა. ხელოვნების ნიმუში არალეგალურად გაყიდვას გადაურჩა და დღეიდან ის მუზეუმში შეინახება.“მამალი და კრუხ-წიწილა” ფიროსმანის 147-ე სამუზეუმო ექსპონატია. ნახევარ მილიონად შეფასებული ტილო თაღლითური ჯგუფის წევრებს საქართველოს საზღვრებს გარეთ უნდა გაეტანათ, სადაც ნამუშევრის რეალიზაციას 150 000–ად გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა დამნაშავეები უკვე დააკავეს. ქართველი ხელოვნებათმცოდნეები ნახატის მნიშვნელობაზე და მის უნიკალურობაზე საუბრობენ. სპეციალისტებს ნამუშევრის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებათ. უნიკალური ნახატი პროკურატურიდან მუზეუმში სპეციალური ესკორტით გადაიტანეს“. ეს არის პირველი და ბოლო ინფორმაცია, რაც ოფიციალურად გავრცელდა ამ ნახატის შესახებ.

_ ჩემი შვილიშვილის დაკავების შემდეგ, გავაგრძელეთ სასამართლო დავა სურათის დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ დაკითხა ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი, მუზეუმის წარმომადგენელი ჯონი ახობაძე. ისინი ადასტურებდნენ რომ ჩემი ოჯახის გარდა ეს სურათი მათ არსად არ ჰქონდათ ნანახი. მათ დაადასტურეს რომ ოთხი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც ჩვენ სურათი კომისიაზე გავიტანეთ, როცა დაჭირდებოდათ ნახატისთვის სურათის გადაღება, ყოველთვის მოდიოდნენ ჩვენთან და სახლში უღებდნენ სურათს ნახატს. პარალელურად დაიწყო ჩვენზე ზეწოლა. ეს ეხებოდა პირველ რიგში დათუნას. თავდაპირველად, პროკურატურა ამბობდა რომ ეს იყო ორწლიანი სასჯელი. ჩვენ არ ვთანხმდებოდით არჩადენილი ბრალის აღიარებას. იწყება მუქარები და ჩვენ იძულებული გავხდით ბავშვს ეღიარებინა „დანაშაული“. ორჯერ შემიყვანეს გლდანის ციხეზე, ახალგაზრდა პროკურორი გამოგვაყოლეს, შემახვედრეს ბავშვთან. ერთ შეხდევრაზე ვნახე რომ ბავშვს ხელი ქონდა დაზიანებული, ვკითხე რა გჭირს-მეთქი და არაფერია, ბებო, სანთელზე დამეწვაო, მიპასუხა. გვითხრეს რაც ჩქარა მოაწერთ ხელს ბრალდებას უკეთესია, ზონაზე გადავიყვანთ პატიმარსო. მოკლედ, გადაიყვანეს და იქ ძალიან გამოიჩინა ბავშვმა თავი, ძალიან ბევრი სერთიფიკატი აიღო, ბევრ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ყველა ამბობდა ამას ციხეში რა უნდაო, ორ ბავშვზე იყო ლაპარაკი დათუნაზე და ჩხეიძის ბავშვზე. დათუნამ სკოლა რომ დაამთავრა (ციხეში) სასწრაფოდ გავამზადეთ საბუთები უმაღლესში რომ ჩაებარებინა, თანხაც გადავიხადეთ ციხიდან ტრანსპორტირების. ბავშვი დილით ჩაცმული ელოდებოდა რომ წაიყვანდნენ, მაგრამ კალმახელიძემ არ დართო ნება და გამოცდებზე არ დაუშვა.
_ თქვენ როგორ დაგაკავეს?
_ წინა დღეს სასამართლო იყო სურათის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტი სასამართლოში იყო წარდგენილი, ყველა დოკუმენტი ადასტურებდა რომ სურათი ჩვენს სახლში ნახეს ადამიანებმა პირველად, მათ შორის მუზეუმის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტმა, ჩვენ ველოდებოდით რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მაგრამ გადაიტანა სხდომა, იმ საღამოს მოდის ჩემთან ორი ახალგაზრდა რომელთაც გადმომცეს პროკურორისგან „მიპატიჟება“, მითხრეს რომ მიბარებდნენ დაკითხვაზე. მიმიყვანეს დიღომში, მაღლა ამიყვანეს, კორიდორში დამხვდა პროკურორი ვახტანგ იაშვილი, გამეცნო, თავისი გვარი მითხრა და მეუბნება: თქვან არ იცით ვინ არის იაშვილი? ადვოკატებმა არ გითხრეს ვინაა იაშვილი? ახლა გამიცნობთ! იქ დაიწყო უკვე რაც დაიწყო.
_ რა?
_ ოი, არ ვიცი… დაკითხვები… ცოტა ხანში მეუბნებიან რომ დამკითხავენ როგორც ბრალდებულს. იმ საღამოს ჩამიყვანეს კაპეზეში. დამტოვეს იქ. მედავებოდნენ რომ სურათი არ იყო ჩემი და მეთქვა რომ სურათი სინამდვილესი იყო ვიღაცა ვაგიბ სახტაროვის.
_ ვინაა ეს?
_ ვაგიბ სახტაროვი ვინაა დღესაც არ ვიცი.
_ არც სასამართლოზე მოსულა?
_ სასამართლოზე მან განაცხადა რომ სურათი მისი იყო და საჩუქრად გადასცა მუზეუმს. სახტაროვს ეკითხებიან ადრე რატომ ყიდდით ამ სურათს, მიჭირდა და ამიტომო, მერე კითხეს ახლა აღარ გიჭირსო, პასუხი ასეთი იყო – ახლა აღარ, ჩემმა ცოლმა სალონში დაიწყო მუშაობა და ახლა ისე აღარ მიჭირსო. კითხეს რატომ აჩუქეთ მუზეუმსო და ჩემი შვილიშვილები მუზეუმში მივლენ და ნახავენ სურათსო. მოკლედ, დამაკავეს, 50 დღიანი პატიმრობა მომისაჯეს. იყო ძალიან დიდი ზეწოლა, მეუბნებოდნენ რომ მომეწერა ჩვენებაზე ხელი სადაც დავწერდი რომ ეს იყო ვაგიბ სახტაროვის სურათი. წინააღმდეგ იჭერდნენ ჩემს შვილს, ვასიკოს, რომლის წინააღმდეგაც იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. დაკითხეს ყველა ჩემი ნათესავი, ქმარი, ბიძაშვილები, ძმები.
_ ვასიკოს რა საქმე აღუძრეს.
_ რომ მას ქონდა ჩემთან ერთად თაღლითური ჯგუფი შექმნილი, მათ თქვქეს რომ ჰქონდათ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება თითქოს მე და ის ერთად ვთაღლითობდით.
_ ეს რომელ სასამართლოზე?
_ სურათის დასაბრუნებლად რომ ტარდებოდა იმ სასამართლოზე მისცა თითქოს მსგავსი ჩვენება. არადა სასამართლოზე მოსულიყო კი არა სასამართლოს ეზოშიც კი არ შემოსულა. მე შევხედე რომ გამოსავალი არ მქონდა. უკვე ისე მიდიოდა ყველაფერი რომ ვასიკოსაც აპატიმრებდნენ, ამიტომ განვუცხადე პროკურორს თუ მომცემთ გარანტიას, რომ ჩემს შვილს არ დააპატიმრებთ, ყველაფერზე მოვაწერ ხელს-მეთქი. მითხრეს გაძლევთ გარანტიასო. წამიყვანეს სასამართლოში. იქ ძალიან ცუდად გავხდი, ნოლზე დამივარდა წნევა, გავითიშე, დასჭირდათ სასწრაფოს გამოძახება. სასაწრაფოს ექიმებმა სასაწაული მოახდინეს, არ ვიცი როგორ მაგრამ გონზე მომიყვანეს, თავლი რომ გავახილე, სადღაც სარდაფში ვიყავი, იმდენი პროკურორი მადგა თავზე, ჰაერი არ ტრიალებდა ისედაც უჰაერო სივრცეში…
ეს იყო მათი პიარი, აღმოაჩინეს ფიროსმანი და მე ამ დროს მოვდივარ და ვამბობ რომ ეს არის მარალმხატვრული მიბაძვა, ვამბობ რომ სურათი არაა ვიღაცის და თან ვაჩვენებ კულტურის მინისტრის მოადგილის ხელმოწერილ დასკვნას სადაც წერია რომ სურათი „მამალი და კრუხ წიწილა“ არის ფიროსმანის მაღალმხატვრული მიბაძვა და ეს უკვე ცახდყოფს – არაა ის რაც დააპიარეთ!
_ ან თუ არის მაშინ რატომ გასცა ყალბი საბუთი კულტურის სამინისტრომ…
_ დიახ, ასეა.
_ რელურად ეს ფიროსმანია? თქვენ როგორ იცით?
_ ჩვენ სურათი იმიტომ გავიტანეთ კომისიაზე, რათა დაგვედასტურებინა იყო თუ არა ეს სურათი ნამდვილად ფიროსმანის. კომისიის წევრების 24 კაციანი შემდგენლობიდან მხოლოდ 4 წავიდა წინააღმდეგი, ისიც სანახევროდ. რეალურად გამოდის რომ ეს სურათი ფიროსმანია. მე დამარეკინეს კულტურის მინისტრის მოადგილე დათო კალანდიასთან, რომელსაც ვკითხე – რატომ მომეცით საბუთი სადაც წერია რომ ეს ნახატი მაღალმხატვრული მიბავაა, მაშინ როცა 24 კაციდან 20-მა დადასტურებულად თქვა რომ ნახატი ფიროსმანისაა? მე თუ გავყიდი ამ სურათს ის იქნება საქართველოში და თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს სახლში ჩემთან იქნება თუ სხვასთან-მეთქი, მთავარია თქვენ აღრიცხვა გექნებათ რომ საქართველოშია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. მეუბნება თქვენ მილიონების შოვნა გინდათ და მე ტყუილად გიწეროთ ხელიო. მე ვუთხარი მაქვს საშუალება წავიღო სხვაგან ექსპერტიზაზე, მაგალითად მოსკოვში, რომელი ექსპერტის დასკვნას ენდობით-მეთქი. მეუბნება, თუ გინდა მთელი მოსკოვი ადასტურებდეს, არ მინდა და არ გირეგისტრირები, პასუხი ასეთი იყო. მოკლედ, კულტურის სამინისიტრომ სურათზე დასკვნა გასცა, რომ ის იყო მაღალმხატვული მიბაძვა. სხვა საკითხია მერე, მოგვიანებით როცა წაიღეს, უცებ რომ გაირკვა თურმე ნახატი ფიროსმანისა იყო. მე ვიჩივლე სურათის დაბრუნებაზე სასამართლოში. როგორც ახლა ვარკვევ კუთვნილი სურათის გაყიდვის უფლებაც კი შერჩევით ხდება, იმიტომ რომ მე სურათის გაყიდვა მინდოდა (და არა საზღვარგარეთ, ამას ძალიანაც რომ მომენდომებინა ვერ მოვახერხებდი) ამის გამო ციხეში ჩამსვეს. ვერ აღვწერ იმ შოკს, რაც გადავიტანე. გადაცემა „პროკურორი“ გააკეთეს ამ თემაზე, 10 დღით ადრე დაიწყეს რეკლამის გაშვება, მე ყოველ დღე მჭირდებოდა ექიმის რამდენჯერმე ჩარევა, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. გადაცემაში უნდა მეღიარებინა დანაშაული, პროკურატურამ გამომიგზავნა ფურცელზე დაწერილი ტექსტი, სადაც უნდა მეთქვა რომ მე ვიყავი თაღლითი, რომ სხვისი სურათი მივითვისე. სასამართლოს სადაც ჩემთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, იღებდნენ. აი, მაშინ მომიტანეს ეს ფურცელი. თურმე გადაცემა „პროკურორში“ უნდა გამოიყენონ ეს კადრები. მე მაშინ მოვითხოვე გარანტიები, მათ მითხრეს რომ ჩემს ვაჟს ვასიკოს არ შეეხებოდნენ თუ ვიტყოდი რაც მათ უნდოდათ. ვასიკო რომ განარიდეს ამ საქმეს და დარბაზიდან გარეთ გაუშვეს, ავდექი და ერთადერთი სიტყვა ვთქვი – ვინანიებ. კადრში შემდეგ კარგად ჩანს პროკურორის სახე, მოსამართლემ შექმნილი სიტუაცია გამოასწორა და ჩემს ადვოკატს უთხრა, აი, ქალბატონს არ შეუძლია და თქვენ შეგიძლიათ მის ნაცვლად თქვათ თუ რამეს თქმა გინდათ. წამოდგა ჩემი ადვოკატი და მან თქვა რომ კულტურის სამინისტროს დასკვნით ეს სურათი მაღალმხატვრული მიბაძვაა და რისთვის აკავებთ ამ ქალსო, თუმცა ამას არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან პიარი რაც ამ ნახატის გამო ააგორეს უნდა გაემართლებინათ.
ჩემი ნებართვა არ ქონდათ აღებული ასე მსოფლიოს დასანახად რომ გამოეტანათ სურათი, თუმცა როცა გართმევენ საკუთრებას, რომელ ნებართვაზე შეიძლება ლაპარაკი. როცა ეს განვაცხადე, იცით რა მითხრეს რაში გვჭირდება ამ ქალის ხელმოწერა როცა კუბლაშვილმა მოგცვა ნებართვაო. მე არც გადაცემა „პროკურორშიც“ მინდოდა ჩაესვათ ჩემი თავი, ხომ მაქვს არა ამის უფლება, მაგრამ აბა რას გავხდებოდი? საკუთარი „წარმატების“ წარმოჩენა უნდოდათ და სხვის გაუბედურებულ ოჯახზე არავინ ფიქრობდა. ჩემგან ნებართვა უნდა ქონოდათ, მაგრამ კუბლაშვილს ქონია ძალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა ციხეში, როცა გადაცემა „პროკურორი“ დამთავრდა, ადმინისტრაციას ბუნტი ეგონა ისეთი ტაში იყო, მთელი ციხე ჩემს გარშემო იყო თავშეყრილი და ყველა ერთხმად ყვიროდა – რა განერვიულებს, ინერვიულოს იმან ვინც შენ ციხემდე მოგიყვანა.
_ თქვენ გაქვთ უფლება არ მიპასუხოთ ამ კითხვაზე, 2008 წლიდან ნახატი ჩანს, 2008 წლამდე სად იყო?
_ ჩემთან იყო ეს სურათი, აქ, ამ ოთახში სადაც ახლა ვზივართ, იდო ეს სურათი. მერე მოდიოდნენ ბროკერები, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეყიდა და აქ ნახულობდნენ. ყველა გვეუბნებოდა რომ აუცილებელი იყო საბუთი. ბროკერებმა და თავად მუზეუმის წარმომადგენლებმა გვიჩიეს მოიტანეთ კომისიაზე და იქნება დავარეგისტრიროთო, მაგრამ იქ 24 კაციდან 4-ის ხმა თუ იქნებოდა გადამწყვეტი როგორ ვიფიქებდი? ხმათა უმრავლესობამ ფიროსმანიაო, ოთხმა კაცმა არაო, ამ ოთხიდან შემდეგ ყველამ ერთხმად, როცა უკვე სურათი წაიღეს, აღიარა რომ თურმე ფიროსმანი იყო. პირდაპირ მითხრეს კომისიაზე წაიღეთ კაცო თქვენი ნაჯღაპნი ვის ჭირდებაო, კომისიის შემდეგ გარეთ რომ გამოვედი ჩემს შვილს ვუთხარი მტკვართან ახლოს მიმიყვანე, ჯერ თავზე ჩამოგაცვა ეს სურათი და მერე მტკვარში გადავაგდო-მეთქი. იმდენი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ცოტა ხნის შემდეგ აცხადებენ ფიროსმანი აღმოვაჩინეთო.
_ ძვირადღირებული და უნიკალური ნახატია და არ გამოეპარებოდა ეს სააკაშვილს.
_ მე ვიცი რომ ზურაბ ადეიშვილის ინტერესიც იყო აქ ჩადებული, როგორც ამბობენ ფიროსმანი უყვარს ძალიან. ყველა სურათის მიმართ ერთ პერიოდში დაიწყეს დევნა „შავი ლომის“ ისტორია გახსოვთ ალბათ.
_ არაა გამორიცხული ადეიშვილს საზღვარგარეთ გაეტანა ეს ნახატი თუ ეს ასეა…
_ არ ვიცი, მე ვიცი ის რასაც სხვები ამბობდნენ, სურათი ავლაბარში იყო, მერე შეიძლება ადეიშვის დაუთმო მიშამ, ანუ აჩუქა, რა გითხრათ აბა? მე ვიცი ერთი რამ ზუსტად ჩემი კუთვნილი ნახატი მუზუმში არაა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 2, 2015 14:46

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics