,,ნაციონალები“ სესიის ჩაშვლის მცდელობას ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილს უკავშირებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 28, 2015 15:24

,,ნაციონალები“ სესიის ჩაშვლის მცდელობას ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილს უკავშირებენ

,,ნაციონალები“ სესიის ჩაშვლის მცდელობას ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილს უკავშირებენ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიგგარეშე სესიის ორჯერ ჩაშლის ფაქტს მმართველი პარტიის უპასუხიმგებლო ნაბიჯს უწოდებენ. როგორც ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პაატა ლეჟავამ განუცხადა სესიის ჩაშლა პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო.

„ეს ყველაფერი გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე. ის არის მათთი არაფორმალური მმართველი და უფროსი. მან პირდაპირ მოუწოდა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეს სხდომა ჩაეშალათ და არ დასწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამით მათ აბუჩად აიგდეს ხალხის ინტერესები. ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა დავმსხდარიყავით და გვემსჯელა პრობლემებზე და გვეფიქრა იმაზე, როგორ გამოგვეყვანა ქვეყანა არსებული კრიზისიდან“– განაცხადა ლეჟავამ.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. უკვე ორჯერ სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო. თუ 16 საათზე დაგეგმილი სხდომაზეც ქვორუმი არ შედგა სესია ჩაშლილად გამოცხადდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 28, 2015 15:24