“ნაციონალების” წინადადება სავიზო რეგულაციების შესარბილებლად

news
ავტ.: news მარტი 5, 2015 12:32

“ნაციონალების” წინადადება სავიზო რეგულაციების შესარბილებლად

“უმრავლესობა და თვით ივანიშვილიც აღიარებს, რომ ეკონომიკური დაღმასვლის, უმუშევრობისა და ლარის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი მავნებლური სავიზო რეგულაციებია,” – ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციტივით, მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ადვილი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანაობა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ასევე ამბობს, რომ მთელი რიგი ქვეყნებისთვის უნდა გაუქმდეს სავიზო შეზღუდვები, რათა ტურიზმი განვითარდეს.

ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ახალ სავიზო რეგულაციებს ითვალისწინებს კანონპრექტი, რომელსაც დღეს პარლამენტში განიხილავენ.

საკანონმდებლო ინიციატივა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის და დღეს მასზე კომიტეტების დონეზე იმსჯელებენ.

news
ავტ.: news მარტი 5, 2015 12:32

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics