„ნატო-ს შიგნით აუცილებელი პროცედურების დასრულებისთანავე მე ჩემი მოვალეობების შესრულებას შევუდგები“

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 17:32

„ნატო-ს შიგნით აუცილებელი პროცედურების დასრულებისთანავე მე ჩემი მოვალეობების შესრულებას შევუდგები“

ნატო-ში საქართველოს ახალი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, რომ სანამ ის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აუცილებელი პროცედურებია გასავლელი.

„თანამდებობაზე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი მოაწერა. 1 მაისიდან დანიშნული ვარ აღნიშნულ თანამდებობაზე. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თვითონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით აუცილებელი პროცედურებია გასავლელი და ამ პროცედურების დასრულებისთანავე ჩემი მოვალეობების შესრულებას შევუდგები“, – აღნიშნა მაისურაძემ.

ალექსანდრე მაისურაძე უფლებამოსილების განხორციელებას 1 მაისიდან შეუდგება. ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა. ალექსანდრე მაისურაძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს 1998 წლიდან. მათ შორის 2012 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური 2015 წლის 26 იანვრიდან იყო.

news
ავტ.: news მარტი 27, 2015 17:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics